იტალიაში ათობით სახლის გაქურდვაში ბრალდებული ქართველი დააკავეს, რომელიც სპეციალური ტექნიკის საშუალებით, კვალს არ ტოვებდა - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი
10:22 / 13-09-2019
მედია იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქეს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული, რომლის საშუალებითაც ის კვალს არ ტოვებდა. მამაკაცი საცხოვრებელ სახლებში პლასტიკური ბარათის საშუალებით აღწევდა და ღამეში 3-4 ბინის გატეხვასაც კი ახერხებდა.
ქალაქ მესტრეს პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.