loader

სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან, პირველად ქართულ ენაზე, "ბიბლია განმარტებებით" გამოიცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამყაროს მთავარი წიგნი - 23 სექტემბრიდან, პირველად ქართულ ენაზე, "ბიბლია განმარტებებით" გამოიცემა

23 სექტემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოიცემა "ბიბლია განმარტებებით". პროექტი თვეში ერთხელ გამოცემულ 15 წიგნს გააერთიანებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ - ეს არის პროექტი, რომელიც წმინდა წერილის სწორად გააზრებაში დაგეხმარებათ.

"ბიბლია განმარტებებით" არაერთ ქვეყანაშია გამოცემული, თუმცა საქართველოში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. განმარტებების ტექსტებზე მუშაობენ თეოლოგები, თბილისის სასულიერო აკადემიის "ბიბლიის" კათედრის წარმომადგენლები, ფილოლოგები, სასულიერო პირები.

პროექტის ავტორის, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის თქმით, "ბიბლიის" განმარტებები მკითხველისთვის გასაგები და გამარტივებული ენით დაიწერა და მთლიანად ეყრდნობა "ბიბლიის" შესახებ წმინდა მამათა კომენტარებს, ჩანაწერებს, რომელთა დიდი ნაწილი დღემდე არ იყო თარგმნილი ქართულ ენაზე.

"ბიბლია განმარტებებით" 23 სექტემბრიდან, თვეში ერთხელ გამოიცემა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - 15 ლარი. შეძენა შესაძლებელი იქნება პრესის გავრცელების წერტილებსა და წიგნის მაღაზიებში.