loader

აჭარის რეკლამა ახლა უკვე Travel Channel-ის ეთერში - ბათუმის საიმიჯო რგოლი National Geographic-ზე, BBC-ზე, Deutsche Welle-სა და Euronews-ზე უკვე გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის რეკლამა ახლა უკვე Travel Channel-ის ეთერში - ბათუმის საიმიჯო რგოლი National Geographic-ზე, BBC-ზე, Deutsche Welle-სა და Euronews-ზე უკვე გავიდა

წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო, სამოგზაურო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel-თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ს ქსელის შვილობილ არხზე, DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-ისა და Euronews-ის ეთერში. საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე აჭარის რეკლამა რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას ემსახურება.