loader

"რომ მოვკვდე, დასამარხი უნდა დავრჩე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთრობით სრულიად მარტო რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ მოვკვდე, დასამარხი უნდა დავრჩე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ხადას ხეობაში ზამთრობით სრულიად მარტო რჩება

სოციალურ ქსელში გიორგი შარიქაძე აქვეყნებს ვიდეოს მინაწერით: 
"ეს ქალბატონი გახლავთ მაყვალა წიკლაური ხადას ხეობაში, კერძოდ, სოფელ წკერეში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ზამთრობით სრულიად მარტო რჩება ხეობაში უკვე მრავალი წელია და ახლა უკვე იგი ითხოვს ჩვენს დახმარებას.  

მას შევხვდით, როდესაც ხადაში ვიყავით 15 სექტემბერს სალაშქროდ და მოვისმინეთ მისი გაჭირვების ამბავი... თავს აღარ შეგაწყენთ წერით, რადგან ვიდეოში მოისმენთ ყველაფერს და ყურების შემდგომ თუ ვინმეს შეგიძლიათ რამით მისი დახმარება, ნუ გაატარებთ.

მეც ჩემი მხრიდან ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, ეგებ გამოვიდეს რამე და შევძლოთ ამ უძლიერესი და უსაყვარლესი ბებოს დახმარება".

P.შ. გაავრცელეთ ვიდეო მაქსიმალურად, რომ ყველამ გაიგოს ამ უმაგრესი ბებოს გასაჭირი და ეგებ ვუშველოთ რამე..."