X
გასაჯაროვდა ვიდეო მამაზე, რომელიც საკუთარმა ქალიშვილებმა ჯგუფურად მოკლეს - როგორ ამცირებდა და სცემდა მიხეილ ხაჩატურიანი გოგონებს (+18)
19:54 / 30-09-2019
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ამცირებს 3 ქალიშვილის მიერ მოკლული მიხეილ ხაჩატურიანი გოგონებს.

კადრში ჩანს, როგორ ლანძღავს მამა ქალიშვილებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კანფეტები შეჭამეს.

როგორც რუსულმა მედიამ გაარკვია, მოკლული ხაჩატურიანის ტელეფონიდან ამოღებულია არა მარტო მსგავსი ხასიათის ვიდეოები, არამედ მის მიერ შვილების მეგობარი გოგონებისთვის გაგზავნილი პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებიც.

2018 წლის ივლისში 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანი თავისი სახლის სადარბაზოში მოკლული იპოვეს. მას
მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. როგორც აღმოჩნდა, მას თავს დაესხნენ შვილები (გოგონები) - კრისტინა, ანგელინა და მარია. მათი თქმით, მამა მრავალი წლის მანძილზე მათ საშინლად ექცეოდა. გამუდმებული ცემის გამო გოგონებს სახე სულ დალურჯებული ჰქონდათ და სკოლაში პრაქტიკულად არ დადიოდნენ.

გამოძიების შემდეგ, სასამართლომ გაათავისუფლა გოგონები პატიმრობიდან პირობითი სასჯელით და მოითხოვა მთელი რიგი წესების დაცვა - მათ აკრძალული აქვთ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება და ერთმანეთთან კონტაქტი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა