loader

"ოცნების" 7 წელიწადი - პოლიტოლოგებს ჩვენ ხელისუფლების ყველაზე დრამატული მარცხისა და წარმატებების დასახელება ვთხოვეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნების" 7 წელიწადი - პოლიტოლოგებს ჩვენ ხელისუფლების ყველაზე დრამატული მარცხისა და წარმატებების დასახელება ვთხოვეთ

2012 წლის 1 ოქტომბერს, 7 წლის წინ, "ქართული ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა.

"ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები დარიგდა, გაიზარდა პენსია და სხვა სოციალური გასაცემლები, თუმცა, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. წინა ხელისუფლების დემოკრატიული გზით ჩამოშორების მიუხედავად, 7 წლის თავზე მივიღეთ 79,4%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, შემცირებული მშპ. საზოგადოებაში ასევე მძაფრად აღიქმება უვადო მოსამართლეების დანიშვნის საკითხიც. 

"ოცნების" ამ და სხვა მიღწევებსა თუ ჩავარდნებზე "პალიტრავიდეო" ანალიტიკოსების აზრით დაინტერესდა.

ავტორი: თეო ცუცირიძე