loader

"არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს, აბაიბურებს და სვეცკურად ზემოდან უყურებს" - მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების, რომელიც დასცინის ყველაფერს ქართულს, აბაიბურებს და სვეცკურად ზემოდან უყურებს" - მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

მოდით, ვიყოთ გულწრფელები. ყველა, ვინც ქადაგებს ამ "სვეცკური", ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიეთ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს - ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს.