loader

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 30 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 30 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხაშურის საავადმყოფოში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეყვანისას პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.