loader

"სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა და მინდა, რომ "ოცნების" წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი" - ნუკრი ქანთარიას რეპლიკა გიგა ბოკერიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმართლე რომ გითხრათ, გულზე მომეშვა და მინდა, რომ "ოცნების" წევრებსაც მივულოცო ეს სასიხარულო ამბავი" - ნუკრი ქანთარიას რეპლიკა გიგა ბოკერიას

გიგა, ამ ვითომ მიმტევებლური განცხადებით, ეშმაკთანაც იფუჭებ უკვე საქმეს, ანეკდოტისა არ იყოს. იმ პარტიას და პოლიტიკურ ჯგუფს მართლა რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას.

როგორც ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მან "სასიქადულო დეპუტატის", გიგა ბოკერიას განცხადება მოისმინა მიტევებასთან დაკავშირებით, რაც "მართლაც დიდი ამბავია".

"გიგა, ბიძი, ფრთხილად იყავი ასეთი განცხადებების დროს", - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.