ჩვენ გავარკვიეთ, ვინ გვახალისებს ასე ძალიან მაგრად "ფეისბუქზე" - "Zalian magar musikaze cekvebis gverdi"-ს მიღმა სამი თინეიჯერი დგას
"პალიტრავიდეოსთვის" საინტერესო იყო გაგვეგო, ვინ იდგა ამ გვერდის მიღმა. ჩვენ მათთან კონტაქტზე გავედით, ჩავწერეთ ერთ-ერთი მათგანის ინტერვიუც, თუმცა იმ პირობით, რომ სახეს არ გამოვაჩენდით, რადგან გვერდის ავტორებს საჯაროობა არ სურთ.
პოპულარული "ფეისბუქგვერდის" შემოქმედებითი ჯგუფი 3 წევრისგან შედგება და სამივე 16 წლისაა. საინტერესოა ისიც, რომ ისინი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ და მეტიც, სრულიად სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ.
ავტორი: ქეთევან კენჭოშვილი, Palitravideo.ge