loader

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა - "ფული აიღო, რომ ტაქსი გამოეძახა, საყვარლისთვის დაერეკა, რესტორანში და სასტუმროში დრო ეტარებინათ და ამის მერე წერენ, რომ შეურაცხადია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა - "ფული აიღო, რომ ტაქსი გამოეძახა, საყვარლისთვის დაერეკა, რესტორანში და სასტუმროში დრო ეტარებინათ და ამის მერე წერენ, რომ შეურაცხადია"

კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ბავშვის მამა ცოლის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისთვის მხოლოდ 6-წლიანი პატიმრობის შეფარდება საკმარისი არ იყო.

მისივე განმარტებით, შვილის მკვლელობის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და დროის უმეტეს ნაწილს საფლავზე ატარებს.

შეგახსენებთ, რომ კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. 

როგორც ცნობილია, შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

ვიდეო: "მთავარი არხი"