"შენ, ბიჭო, შ** ხომ არ გაქვს" - მწვავე კამათი და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე
მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი ბერაიას მიმართა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები იმ საკითხზე კამათობდნენ, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება.