loader

"ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ" - გარდაბნელ მასწავლებელს, რომელსაც ნაადრევი ქორწინების დაგმობის გამო ბოდიში სახალხოდ მოახდევინეს, სოლიდარობას უცხადებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ" - გარდაბნელ მასწავლებელს, რომელსაც ნაადრევი ქორწინების დაგმობის გამო ბოდიში სახალხოდ მოახდევინეს, სოლიდარობას უცხადებენ

გარდაბნის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ვიდეომიმართვა ჩაწერეს. ვიდეოში ისინი ჰამიდ სადიკოვის მხარდაჭერით გამოდიან და ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს ადგილობრივებმა ბოდიში იმის გამო მოახდევინეს, რომ მან "ფეისბუქზე" ქორწინებისთვის გოგოს გატაცება გააპროტესტა.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალური ქსელით გაავრცელეს.