"საწყალი, როგორ დააპროწიალებს" - დალი ჩიტალაძე "მასტერშეფში" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
16:00 / 23-10-2019
დალი ჩიტალაძის ვიდეო გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გუშინ ღამით დაიდო და უკვე ათიათასობით ადამიანმა ნახა.
ცნობილ კრიტიკოსს შეფმზარეულებმა კერძი დიდად არ მოუწონეს, თუმცა პროექტის შემდეგ ტურში მაინც გადაიყვანეს.
დალი ჩიტალაძე "მასტერშეფის" კასტინგზე მეგობრებთან და ასისტენტთან, გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მივიდა.
საზოგადოების გაღიზიანება სწორედ მისი და ასისტენტის ურთიერთობას მოჰყვა.
"ქალს რომ სამზარეულოში დამხმარე სჭირდება, ის არ არის კარგი კულინარი.
ვუაიმე, საწყალი გიორგი, როგორ დააპროწიალებს.
გიორგი, მოდი და წამიკითხე ყველა კომენტარი!! დროზე".
"მასტერშეფი" 27 ოქტომბრიდან 22:00-ზე, პირველი არხის ეთერში!