X
სიტყვიერი, ფიზიკური დაპირისპირება და სროლა რესტორანში: ჩხუბი სუფრის წევრებსა და მუსიკოსს შორის მოხდა
10:42 / 25-10-2019
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რესტორან "მადაგონში" სროლით და 2 ადამიანის დაკავებით დასრულდა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთი სუფრის წევრებსა და მუსიკოსს შორის მოხდა. მამაკაცებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსმა უარი განუცხადა. ამის შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება უკვე ჩხუბში გადაიზარდა, რაც ინვენტარის დამტვრევით და რამდენიმე ადამიანის დაშავებით დასრულდა. ჩხუბის დროს იყო იარაღიდან გასროლის ხმაც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ე.წ. სასტარტო იარაღი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და მისი გასროლაც სიტუაციის განეიტრალების მიზნით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური, დაცვის პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ექიმებმა მათ სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 მამაკაცი. ვიდეოს "ინფო რუსთავი" ავრცელებს.




ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ისე გახსნა, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე - რაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ
რას ამბობს იმ სალობიეს მფლობელი, რომელშიც გასულ ღამეს სალომე ზურაბიშვილი ლობიოს ჭამდა
მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის რომ კიევში ჩამოვიდნენ" - გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიორგობას აღნიშნავენ