"აბა, თვითონ იარონ გადაჭეჭყილ მეტროში, ერთ კვირაში გამოაცხადებენ ათას ახალ ავტობუსზე ტენდერს" - ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებზე
12:07 / 25-10-2019
ელისაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, თბილისის მერმა ნახოს, თუ რა მდგომარეობაა მეტროში და "როგორ წვალობს ხალხი მერიის და პირადად კალაძის არაკომპეტენტური სატრანსპორტო რეფორმის შედეგად".
მისივე თქმით, მერიამ უნდა შეაჩეროს ტაქსების რეფორმა, რადგან აღნიშნული ქალაქის პარალიზებას იწვევს.