loader

"ცოტა შოკირებული ვარ... მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს" - გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოტა შოკირებული ვარ... მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს" - გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებაზე

პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის შესახებ პირველად გაიგო და შოკირებულია.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური "ეჩალიჩებოდნენ", პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს(მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.


ასევე დაგაინტერესებთ: გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებაზე "მეჩალიჩებოდნენ" - მეუფე იაკობი

"არა მარტო ვაგინებთ, დედებს მოვუკითხავთ სულ ყველას.. მკიდია ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული, დედას "იმასვუზამ" ყველას"- მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუს ნაწყვეტი

შეთქმულება პატრიარქის ჩამოსაშორებლად - რას ყვება მეუფე იაკობი