loader

"ჩავედი ვენეციაში, კატერია ჩემი მანქანა" - რა ვითარებაა ამჟამად ბათუმის ქუჩებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩავედი ვენეციაში, კატერია ჩემი მანქანა" - რა ვითარებაა ამჟამად ბათუმის ქუჩებში

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ნალექის გამო გადაადგილება უჭირთ.

კერძოდ, უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა გორგილაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ასევე ე.წ ჭაობის დასახლებაში.

როგორც შპს "ბათუმის წყლის" პრესსამსახურში "ინტერპრესნიუს" განუცხადეს, ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, შპს "ბათუმის წყლის" თანამშრომლები იმყოფებიან და ცხაურების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

ვიდეო "ფეისბუქის" მომხმარებელი მალხაზ ჭკადუა ავრცელებს.