loader

აზერბაიჯანელმა გოგონამ ცნობილი რუსი ტელეწამყვანი საჯაროდ დაამცირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანელმა გოგონამ ცნობილი რუსი ტელეწამყვანი საჯაროდ დაამცირა

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი აშშ-ში სიტყვით გამოსვლის დროს ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა გოგონამ ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო.
საქმე ის არის, რომ 85 წლის ცნობილმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა მთიანი ყარაბაღი სომხეთის ტერიტორიად მოიხსენია, რასაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ჟურნალისტის, არზუ მამედოვას მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
გოგონამ ლეგენდარულ კოლეგას ინგლისურად მიმართა და მთიან ყარაბაღს "სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია" უწოდა:

"უნივერსალურად აღიარებული ფაქტია, რომ ჟურნალისტები მიუმხრობლები უნდა იყვნენ, განსაკუთრებით თქვენი დონის ჟურნალისტი. მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად ოკუპირებულია სომეხი ჯარისკაცების მიერ. არსებობოს გაეროს არაერთი რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს იკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან შენაერთების დაუყოვნებლივ გაყვანას. არც ერთი ქვეყანა, მათ შორის თავად სომხეთი არ აღიარებს მთიან ყარაბაღს დამოუკიდებელ რეგიონად", - განაცხადა მან.

გოგონამ ხაზი გაუსვა, რომ მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანელები და სომხები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ არა მარტო მთიან ყარაბაღში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"დღეს ყარაბაღი იზოლირებულია ყველა მხრიდან, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, საზოგადოება, გარემო დრამატულად ცუდ მდგომარეობაშია. დღეს სომხეთის მთავრობა ეხმარება სირიელ ლტოლვილებს და ასევე, მათ განლაგებას ყარაბაღში და ეს სასაცილოდ ჟღერს, არა? შეიძლება, დახუჭოთ თვალი, მაგრამ სომხეთის მხარდაჭერით თქვენ მხარს უჭერთ ქალებისა და ბავშვების მკვლელებს და ხელს უწყობთ ათასობით აზერბაიჯანელის დისკრიმინაციას, მათ შორის იძულებით გადაადგილებულებისა და დევნილების, როგორიც ჩემი ოჯახია... ჩემი კითხვა ასეთია: მაშ, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის?"

გამოცემის "Вестник Кавказа" ინფორმაციით, პოზნერმა ვერ შეძლო არზუ მამედოვასთვის ნათელი და გასაგები პასუხის გაცემა. მან სცადა შეკამათებოდა გოგონას არგუმენტით, რომ მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად სომხეთის ტერიტორიად არის ცნობილი, თუმცა, გოგონამ გააწყვეტინა და მტკიცედ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.