loader

"აღმოაჩინე აჭარის მთები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აღმოაჩინე აჭარის მთები"

"აღმოაჩინე აჭარის მთები"- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. ვიდეორგოლში წარმოჩენილია აჭარის მთები, ბუნება, ტრადიციები, სოფლის ყოფა, ფოლკლორი და სტუმართმასპინძლობა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი შემოდგომაზეა ტურისტებისთვის მიმზიდველი. სოფლის ტურიზმის საიმიჯო ვიდეორგოლი დეპარტამენტის დაკვეთით ფონდი "პარალელი"-ს გადამღებმა ჯგუფმა მოამზადა.

ეს რიგით მეცხრე საიმიჯო ვიდეორგოლია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წლიდან დღემდე მოამზადა. ამას ემატება შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლების სერიაც, სადაც ცნობილი ქართველები მაყურებელს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებდა.

საიმიჯო ვიდეორგოლები აქტიურად გამოიყენება სამიზნე ქვეყნებში რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით, როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ და გარე რეკლამის წარმოებისას.