loader

"ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს" - რა წერია წმინდა სინოდის განჩინებაში მეუფე პეტრეზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს" - რა წერია წმინდა სინოდის განჩინებაში მეუფე პეტრეზე?

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცა გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებული იქნება მკაცრი ზომები.

ოქმში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სინანული გამოხატა არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მიტროპოლიტი პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი.

როგორც ოქმშია აღნიშნული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და მისი ამგვარი ცვლილება მეტად სამწუხაროა.

ასევე იხილეთ: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა" - პატრიარქის სიტყვები წმინდა სინოდის კრებაზე