loader

ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება - "ქართული მარში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება - "ქართული მარში"

"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

ბრეგაძის თქმით, აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრ "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, "სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.