loader

"შსს-ს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი" - ბრიფინგი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შსს-ს პოლიტიკა სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არის მკაცრი და სამართლიანი" - ბრიფინგი ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ"

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, - განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე, რითაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის დაანონსებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.