loader

რა ვითარებაა ამჟამად კინოთეატრ "ამირანთან", სადაც რამდენიმე საათში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამჟამად კინოთეატრ "ამირანთან", სადაც რამდენიმე საათში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება გაიმართება

კინოთეატრ "ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. რამდენიმე საათში კინოთეატრში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება გაიმართება.

"ქართული მარშის" წევრები და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები დღესაც აპირებენ, რომ ფილმის პრემიერა ჩაშალონ. შესაბამისად, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციელების მობილიზება კინოთეატრთან დღესაც გახდა საჭირო.

ამასთან, "ვერის ბაღში" იკრიბებიან "ქართული მარშის" წარმომადგენლებიც.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.