"დაიმახსოვრეთ ესა" - პატრიარქის მგრძნობიარე სიტყვები "დედამიწაზე ყველაზე ძვირფას საუნჯეზე"
14:52 / 10-11-2019
უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს, ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე არის ადამიანი,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზე და ნიჭზე გაამახვილა ყურადღება და მრევლს მიმართა.