loader

რა ვუყოთ თბილისის გაჩერებულ ქარხნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვუყოთ თბილისის გაჩერებულ ქარხნებს

ჩვენი ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, განიავებული ბევრი რამ გვაქვს სხვადასხვა მიზეზის გამო. ისტორიის წიგნებში ჩახედვა საკმარისი იქნება, რომ გავიხსენოთ, რა და სად გავანიავეთ.

მე-20 საუკუნის მიწურულისკენ, მაშინ, როდესაც ბოროტების იმპერია შეირყა და პრინციპში, დაინგრა, გავანიავეთ მრეწველობა და წარმოება, რომელიც წესით და რიგით, ჩვენად უნდა ქცეულიყო და კიდევ ერთი-ორი ათწლეული მომსახურებოდა ქარხანა-ფაბრიკები ქვეყანას. მით უმეტეს, რომ მრეწველობის და წარმოების 106 დარგი გვქონდა. რამდენიმეს დატოვება არ გვაწყენდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დაქუცმაცდა, დაიჭრა ან მთლიანად გაიყიდა ჯართის სახით და სხვადასხვა ფორმით რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც ამ "საჩუქარს" წლების მანძილზე იყენებდნენ და თავიანთი ქვეყნების ეკონომიკასაც პატარა ძარა მიამატეს.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თავისუფალ ვარდნაში მყოფი საქართველო და მისი მრეწველობა ყველაზე მეტად დაზიანდა და ეს ისევ ჩვენ "შევძელით". თუ დე-სე-თეს სხვა ქვეყნებში ეკონომიკის 40-პროცენტიანი ვარდნა იყო, ჩვენთან ეს 74.5 პროცენტს ურტყამდა და 1988 წლის მრეწველობის 100 პროცენტი 94 წელს უკვე 16-17 პრეცენტს შეადგენდა. დღეს მშპ-ში მრეწველობის წილი იგივე 16-17 პროცენტია, როცა მეზობელ ქვეყნებში ეს ციფრი 25 პროცენტზე მეტია.
კაი, ჩავაბარეთ წარსულს ფაბრიკა-ქარხნები და არ გამოვიყენეთ ბოლომდე, რისი გამოყენებაც შეგვეძლო იმ მძიმე წლებში. ახლა სახეზე გვაქვს მიტოვებული ქარხნები, იგივე ე.წ. ბრაუნფილდები და რას ვუპირებთ მათ?

ავტორი: გიორგი ლორია