loader

"ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ ერთი დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ ამ დაპირებასაც არ ასრულებენ" - მაკო გომური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ ერთი დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ ამ დაპირებასაც არ ასრულებენ" - მაკო გომური

20 ივნისის აქციის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომურის განცხადებით, ხელისუფლების ქმედება ეჭვის ქვეშ დგას, შეასრულებს თუ არა საზოგადოების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

როგორც მაკო გომურმა პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს და ამის თაობაზე "სირცხვილია" აქციების გამართვას დაიწყებს, ამ პროტესტს შეუერთდება.