loader

"ჯოჯოხეთური ღამე და თქვენ გადაინაცვლეთ იმქვეყნიურში..." - დადიანზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯოჯოხეთური ღამე და თქვენ გადაინაცვლეთ იმქვეყნიურში..." - დადიანზე ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო. შორენა ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილნი. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.


ასევე დაგაინტერესებთ - საშინელი ავარია დადიანზე - ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, დაღუპულია 2 და დაშავებულია 3 ადამიანი