X
"თითო საათით მაინც რომ მოხვიდეთ ყველანი, ბიძინა ივანიშვილს მეტი არ ჭირდება რომ შეეშინდეს" - გიგა მაქარაშვილი
11:48 / 17-11-2019
დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო "რედისონთან" აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნებია: "საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში".

"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები კი სასტუმრო "რედისონთან" შეკრებას 17:00 საათზე გეგმავენ. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება "ქართულმა ოცნებამ" დატოვოს ხელისუფლება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ისე გახსნა, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე - რაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ
რას ამბობს იმ სალობიეს მფლობელი, რომელშიც გასულ ღამეს სალომე ზურაბიშვილი ლობიოს ჭამდა
მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის რომ კიევში ჩამოვიდნენ" - გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიორგობას აღნიშნავენ