"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს - ვიდეოს ჩანაწერი
17:14 / 17-11-2019
როგორც მათ განაცხადეს, იგივეს გააკეთებენ დანარჩენი შესასვლელის ჭიშკრებზეც.
გიგი უგულავას განცხადებით, ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ ხალხის მიერ დაილუქა შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატებს ტყუილად ჰგონიათ, რომ აქ მშვიდად ივლიან და უდიპლომო მურუსიძეს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ასე არ მოხდება," - განაცხადა უუგულავამ.