loader

ირანული მამლები, რუსული ჭაღი, შანდლები და სხვა ანტიკვარული ნივთები - რაში დახარჯა 2 მილიონი ლარი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანული მამლები, რუსული ჭაღი, შანდლები და სხვა ანტიკვარული ნივთები - რაში დახარჯა 2 მილიონი ლარი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა?

ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერირერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა, 255 000 ლარი რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი - თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას მოხმარდა.

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსგან, საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსგან გამოითხოვეს.

ავტორი: გიორგი ახალაია

ასევე იხილეთ: "ბოდიში, ვერ შევიკავე სიცილი" - "პალიტრანიუსის" წამყვანის რეაქცია, როცა პრეზიდენტის მიერ შეძენილი ნივთების ჩამონათვალს ეცნობოდა