loader

"არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა... ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი "ნათლია" იყო" - თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილის წერილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა... ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი "ნათლია" იყო" - თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილის წერილი

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ბექა კვიციანი დააკავა. 

"ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნოდარ ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნული იყო შსს-ს განცხადებაში. 

ნოდარ ცხადაძის შვილმა "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის ნათლიას, ბექა კვიციანსაც მიმართა, რომელიც ნოდარ ცხადაძის ბავშვობის მეგობარიც იყო.