loader

"მონა ვალერი" - რა ხდებოდა სასამართლოსთან, როდესაც 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მონა ვალერი" - რა ხდებოდა სასამართლოსთან, როდესაც 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ პირებს მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან სასამართლომ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, გიგა მაქარაშვილი და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი - დიმიტრი ბიძინაშვილი, დავით მჟავანაძე და ირაკლი კაჭარავა, სამართალდამრღვევად ცნო.

კიდევ ერთი დაკავებული პაატა სოსანაშვილი კი მოსამართლემ გაათავისუფლა ადმინისტრაციული სახდელისგან და მას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

მოსამართლემ საკრებულოს წევრ ირაკლი ნადირაძეს - 13-დღიანი, გიგა მაქარაშვილს - 12-დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს - 13-დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო.