loader

ავღანეთიდან ჩამოსულმა მამაკაცმა შვილებს სკოლაში მიაკითხა - ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთიდან ჩამოსულმა მამაკაცმა შვილებს სკოლაში მიაკითხა - ემოციური კადრები

ავღანეთიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა შვილებს სკოლაში მიაკითხა. შეხვედრის ამსახველ კადრებს ჯარისკაცის მეუღლე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"დღეს ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა 43-ე სამხედრო ბატალიონი, რომლის რიგებშიც ირიცხება ჩემი მეუღლე ზურა ცერცვაძე.
მან გადაწყვიტა, პირველ რიგში სწვეოდა 115-ე საჯარო სკოლას, სადაც ჩვენი ორი შვილი, გიგი და ბექა, სწავლობს. ბავშვებისთვის არ მითქვამს, მამა რომ ჩამოდიოდა.

ბექა სახლში დახვდა მამიკოს. ზღვა ემოცია იყო. გიგი და მისი თანაკლასელები ისე იყვნენ ინფორმირებულები, თითქოს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი უნდა სწვეოდა სკოლას და ბავშვები უკლებლივ ელოდებოდნენ კლასში. ეს იდეა ეკუთვნის კლასის დამრიგებელს, ხატია წულაიას. მადლობა მას და მთელ სკოლას ამ გულთბილი შეხვედრისთვის. მათი შეხვედრა მართლაც ძალზე ემოციური იყო.

ზურამ პედაგოგებთან და ბავშვებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბედნიერებაა საქართველოში დაბადება და ქართველი გერქვას, ხოლო სამხედრო ფორმას რომ ჩაიცვამ, სხვანაირი პასუხისმგებლობა გეკისრება. ვულოცავთ 43-ბატალიონს შინ უდანაკარგოდ და მშვიდობით დაბრუნებას."