loader

ლენო გვარჯალაძის მამის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს - "წრეზე ვტრიალებ: სად დავუშვი შეცდომა, რა შეიძლებოდა მექნა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლენო გვარჯალაძის მამის გულახდილი ინტერვიუ და რჩევები მშობლებს - "წრეზე ვტრიალებ: სად დავუშვი შეცდომა, რა შეიძლებოდა მექნა..."

რაც უფრო იზრდებიან ჩვენი პატარები, მით უფრო საინტერესოა, თუ რაზე იწყებენ ფიქრს. სამწუხაროდ, ბავშვებს სუიციდური ფიქრებიც აწუხებთ. ისინი უამრავ კითხვას სვამენ, თუმცა პასუხს ხან იღებენ, ხანაც ვერ. ბევრ მშობელს შვილის დეპრესია ყურადღების მიღმა რჩება. მოცემულობა ასეთია - საზოგადოება ბავშვების სუიციდში მშობლებს ადანაშაულებს, მშობლები საზოგადოებას ან თავიანთ თავს. თუმცა, რეალურად, ვინ ან რა არის დამნაშავე, ამაზე პასუხის გაცემა რთულია. 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამა, შვილის სუიციდში საკუთარ თავს იდანაშაულებს. ის დღემდე პასუხის ძიებაშია, თუ სად და როდის დაუშვა შეცდომა. „აჰყევით სიგიჟეში“ - ამბობს გიორგი, თუმცა ხმაში ეჭვი ეპარება, რადგან ჯერ კიდევ არ იცის, სად დაუშვა შეცდომა, როდესაც ლენოს „სიგიჟეების“ კეთებას არ უშლიდა. გიორგი გვარჯალაძე შეცვლილია. მისი თვალები ნაკლებად ცისფერია და სევდიანი, გონება კი, დაბინდული და ლენოზე ფიქრებით სავსე. ის მშობლებს მოუწოდებს, ემეგობრონ საკუთარ შვილებს, აჰყვნენ პატარას ყველანაირ გიჟურ იდეას, რათა შვილებმა არ იგრძნონ, რომ მშობლებს მათი არ ესმით. გიორგი ლენოს გარეშე დარჩა, თუმცა სულიერად, რაღაც უხილავი ძაფებით ლენო მის გვერდითაა, ლენო რეკორდსში.