loader

"ეს არის როდიონოვის დრო, როდესაც თბილისში აქციებს არბევდნენ" - შოთა დიღმელაშვილი წუხანდელ მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის როდიონოვის დრო, როდესაც თბილისში აქციებს არბევდნენ" - შოთა დიღმელაშვილი წუხანდელ მოვლენებზე

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი გამკაცრებულია და გადაადგილება შეზღუდულია. ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული და ავტობუსებით გზა აქვთ გადაკეტილი.

ჟურნალისტებს აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება საშვებით უწევთ იმისთვის, რომ პარლამენტის შენობასთან მისვლა შეძლონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებას მხოლოდ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები ახერხებენ.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა გუშინ პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს. პარლამენტის შესასვლელები სპეცრაზმმა წყლის ჭავლის დახმარებით გამთენიისას გახსნა და აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პარლამენტის პიკეტირებას დღესაც შეეცდებიან და პლენარული სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.