loader

რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში: BBC ასახელებს სამ მიზეზს, ჩვენ კი პარალელები საქართველოში მიმდინარე აქციებთან გავავლეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში: BBC ასახელებს სამ მიზეზს, ჩვენ კი პარალელები საქართველოში მიმდინარე აქციებთან გავავლეთ

2019 წელს აქციებმა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. მეტ-ნაკლებად ყველა აქციას ერთი იდეა აერთიანებს. BBC-ის მიხედვით, არსებობს ქუჩის აქციების 3 გამომწვევი მიზეზი.

1. უთანასწორობა (ჩვენ ვხედავთ, როგორ აპროტესტებს ხალხი იმ დემოკრატიებს, რომლებმაც ვერ „იმუშავა“. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აირჩიეს, განსაკუთრებით, ეკონომიკის დარგში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, 2008 წლის კრიზისი შემდეგ ყველაზე საგანგაშო მონაცემები სწორედ დღესაა. ბოლო 7 წელიწადში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს ვერ გადააჭარბა, UNISEF-ის კვლევებით კი, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, გლობალურ გენდერულ ანგარიშში საქართველოს 142 ქვეყანას შორის 85-ე ადგილი უკავია.

2. კორუფცია (დემონსტრანტები აგრეთვე გამოდიან, რათა გააპროტესტონ მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ქონების ბოროტად გამოყენება. მაგ: ერაყში კორუფციის იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ ათასობით ადამიანი გასაპროტესტებლად გამოვიდა. რაც შეეხება საქართველოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ („კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2018 წლის) კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან. საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა (კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად) 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოა.
3. პოლიტიკური თავისუფლება (ბევრი უკმაყოფილებას არსებული პოლიტიკური სისტემის გამო გამოთქვამს. მაგ: ესპანეთში სეპარატისტები კატალონიის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თუმცა მსოფლიოს ყურადღება ჰონგ-კონგის გარშემოა მოქცეული.
საქართველოში კი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქუჩის აქციების ნაკადი არ წყდება, მეტიც, უფრო მეტად ღვივდება კიდევაც. ბასიანის აქციები, გავრილოვის ღამე, ჩავარდნილი კანონპროექტის გამო ჩატარებული აქციების ნაკადი - ეს პოლიტიკური თავისუფლების იდეით ჩატარებული დემონსტრაციების არასრული ჩამონათვალია. სადამდე მიგვიყვანს აქციები, არავინ არ იცის, თუმცა ერთი რამ ნათელია, ქუჩის დემონსტრაციები გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ეს იქნება რიგითი მოქალაქე, აქციის მონაწილე თუ პოლიტიკოსი.