loader

"ღამე დაიძინა და დილით გარდაცვლილი ვნახეთ" - ოჯახი, რომელმაც 10 თვის ბავშვი დაკარგა, რუსთავის ავტობაზრობასთან წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამე დაიძინა და დილით გარდაცვლილი ვნახეთ" - ოჯახი, რომელმაც 10 თვის ბავშვი დაკარგა, რუსთავის ავტობაზრობასთან წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობს

რთული დასაჯერებელია, რომ ამ მიტოვებულ შენობაში ვინმე ცხოვრობდეს, თუმცა ეს რეალობაა, ამორტიზებულ შენობაში, სადაც არცერთი საცხოვრებელი პირობა არ არის, ცოლ-ქმარი 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.
მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარება იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელი მისამართის ცვლილების გამო მოუხსნეს.

ისინი რუსთავის ავტობაზრობასთან მე-5 თვეა ცხოვრობენ. ადრე ახლობლის სახლში, სოფელ დიღომში ცხოვრობდნენ.
წასასვლელი რომ აღარსად ჰქონდათ, იძულებულნი გახდნენ, ამ შენობისთვის შეეფარებინათ თავი. აქ ნამდვილად გაუსაძლისი პირობებია. ჩაბნელებულ ოთახში, სადაც იატაკიც კი არ არსებობს, 3 ბავშვი იზრდება. გათბობის ერთადერთი საშუალება კი შეშის ღუმელია, რომელიც უფანჯრებო ოთახს თითქმის ვერ ათბობს.

56 წლის ნუგზარ შავლოხაშვილი ამბობს, რომ მუშაობას იშვიათად ახერხებს, რადგან ბავშვი სკოლიდან უნდა გამოიყვანოს.
შავლოხაშვილების ოჯახს 1 თვის წინ დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ახლა, წესით, ამ ოჯახში 4 ბავშვი უნდა იზრდებოდეს, თუმცა 1 თვის წინ 10 თვის დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა. მამა ამბობს, რომ ბავშვი მინინგიტით დაიბადა, თუმცა გამოჯანმრთელდა და გარდაცვალების მიზეზი ზუსტად არ იციან.

შავლოხაშვილების ოჯახს ახლა ყველაზე მეტად სახლი სჭირდება. დახმარების იმედი აქვთ და სჯერათ, რომ ცივ ზამტარს თბილ სახლში გაატარებენ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 591 406 484‬ ციო