loader

ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს? - "დღეს ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს? - "დღეს ჩემი ოჯახისა და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას"

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ის საღამოს, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გააკეთებს.

"მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ "მთავარ აქცენტებს". ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ", - წერს გვარამია.