loader

მეცნიერებმა "მონსტრი შავი ხვრელი" აღმოაჩინეს, რომლის მასა მზისაზე 70-ჯერ მეტია - რამ განაპირობა LB-1-ის შექმნა, რომელიც თეორიულად, არ უნდა არსებობდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეცნიერებმა "მონსტრი შავი ხვრელი" აღმოაჩინეს, რომლის მასა მზისაზე 70-ჯერ მეტია - რამ განაპირობა LB-1-ის შექმნა, რომელიც თეორიულად, არ უნდა არსებობდეს

მეცნიერებმა "მონსტრი შავი ხვრელი" აღმოაჩინეს, რომელიც თეორიულად, არც უნდა არსებობდეს. LB-1 ვარსკვლავური შავი ხვრელია. ასეთი ტიპის შავი ხვრელები მასიური ვარსკვლავების კოლაფსის ან აფეთქების შედეგად ყალიბდება. მისი მასა მზისაზე 70-ჯერ მეტია და ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ამ დრომდე მკვლევარებს მიაჩნდათ, რომ ყველაზე დიდი შავი ხვრელის მასა მზის მასაზე 20-ჯერ მეტი არ უნდა ყოფილიყო, რადგან აფეთქების შემდეგ ვარსკვლავები მასის უდიდეს ნაწილს კარგავენ. ახლა მეცნიერები ახალ თეორიებზე მუშაობენ, რომ "ელ ბი 1"-ის უზარმაზარი ზომა ახსნან. ისინი ფიქრობენ, რომ სუპერმასიურ შავ ხვრელებსა და გალაქტიკების ფორმირებას შორის კავშირი არსებობს.

ავტორი: გიორგი ლორია