"ვახ ჩემი..." - ზაალ უდუმაშვილს კოკაკოლით სავსე ბოთლი იმ დროს ესროლეს, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა
15:26 / 03-12-2019
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზაალ უდუმაშვილი, პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა.
"რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სამართალდამცველების თქმით, პირი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.