loader

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰიმნი და წყლის შესხმა - რა ხდებოდა მცხეთის გამგეობასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰიმნი და წყლის შესხმა - რა ხდებოდა მცხეთის გამგეობასთან

მცხეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ტერიტორიას "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი გაარიდა.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდები აქციის ტერიტორიიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ მხარეზე გადასვლას ცდილობდნენ, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა - ოპოზიციის მხარეს გადასვლა შეძლო, რის შემდეგაც მასსა და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მცხეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერები პოლიციას ცოცხალი ჯაჭვით ჰყავს გაყოფილი.