loader

როგორ გამოიყურება პრეზიდენტის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა 59 000 დო­ლა­რი გადაიხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება პრეზიდენტის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა 59 000 დო­ლა­რი გადაიხადა

გა­სულ დღე­ებ­ში მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბი, რომ­ლის შე­ძე­ნა­ზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯა. სა­უ­ბა­რია ან­ტიკ­ვა­რულ ჭა­ღებ­ზე, ხა­ლი­ჩებ­სა და სა­ა­თებ­ზე...

კერ­ძოდ, "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ გა­მოქ­ვე­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავე­ჯი­სა და ინ­ტე­რი­რე­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა­ზე 1 199 558 ლარი და­ი­ხარ­ჯა. შე­ძე­ნილ ნივ­თებს შო­რისაა: 10 გარ­ნი­ტუ­რი/სა­მე­უ­ლი, 7 ბული/ბი­უ­რო მარ­კეტ­რი, 7 ჭაღი, 5 მა­გი­და, 3 ბუხ­რის სა­ა­თი, 3 სარ­კე, 3 შან­და­ლი, 2 ხა­ლი­ჩა და სხვა;

შე­ძე­ნი­ლი ან­ტიკ­ვა­რე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და ძვე­ლი ნივ­თი რე­ზი­დენ­ცი­ის პირ­ვე­ლი­ვე მი­სა­ღებ ოთახ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია ჭაღ­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­იმ­პე­რა­ტო­რო ქარ­ხა­ნა­ში XIX სა­უ­კუ­ნე­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მას­ში პრე­ზი­დენ­ტმა 59 000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. იგი მო­ოქ­რო­ვი­ლია და ლურ­ჯი და თეთ­რი ბრო­ლით არის გა­წყო­ბი­ლი.