როდესაც იტყუები, ნიჭი უნდა გქონდეს, კლინიკური იდიოტი რომ ხარ, ამასაც ვერ აკეთებ - გრიგოლ ვაშაძე მდინარაძის განცხადებას პასუხობს
21:36 / 03-12-2019
მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა, - ასე გამოეხმაურა „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.
"პალიტრავიდეო" გრიგოლ ვაშაძეს მითითებულ მისამართზე ესტუმრა და მასთან კომენტარი ჩაწერა.