loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟოზეს სათამაშოს შესახებ, რაზეც შეიძლება ჯერ არ დაფიქრებულხართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟოზეს სათამაშოს შესახებ, რაზეც შეიძლება ჯერ არ დაფიქრებულხართ

ჟირაფი ჟოზეს მომღერალი სათამაშოები უკვე დიდი სისწრაფით იყიდება. პატარებისთვის ძალიან საყვარელი პერსონაჟი პლუშის ხმოვანი სათამაშოს სახით გამოვიდა, რომელიც მომღერალი ჟირაფის 5 ყველაზე ცნობილ ჰიტს მღერის. სათამაშოს ხმის მარეგულირებელი ფუნქციაც აქვს, რათა მაქსიმალურად სასიამოვნო მოსასმენი იყოს სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რაზეც შეიძლება ჯერ არ დაფიქრებულხართ და რის გამოც ჟოზე ყველა პატარასთვის სასურველი სტუმარი უნდა გახდეს - ეს მისი უსაფრთხოების სერტიფიკატია. დიახ, ჟოზეს ფუმფულა და ხმოვანი სათამაშო ლაბორატორიულად შემოწმებულია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არის ანტიალერგიული და უსაფრთხო მასალებისგან შექმნილი; შეესაბამება ყველა ასაკს და დამზადებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით.
ჟოზე ყველაზე სასურველი საჩუქარია დღეს ბავშვებისთვის, რადგან მისი პოპულარობა წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება. მისი სიმღერები პატარებმა თითქმის ზეპირად იციან და ბედნიერები იქნებიან, თუ მათ ჟოზე ეკრანს მიღმაც მიესალმებათ და საყვარელ სიმღერებს უმღერებს. მით უმეტეს, მისგან, ბევრი სათამაშოსგან განსხვავებით, უხილავი საფრთხე არ ემუქრებათ.
ჟოზეს სათამაშო ექსკლუზიურად მხოლოდ მაღაზია "პეპელას" ფილიალებში იყიდება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.