loader

რა გადაიღო თვითმხილველმა ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გადაიღო თვითმხილველმა ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს

სპეცოპერაციის დროს, სავარაუდოდ, ამოღებულია იარაღი და ფული. დაკავებულია ორი პირი.

თვითმხილველების ინფორმაციით, "BMW"-ს მარკის ავტომობილი გადაადგილების დროს გააჩერეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანქანა გაჩხრიკეს. სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული - დოლარის და ლარის კუპიურები.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შსს-ში განუცხადეს, ცინცაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.