loader

"ინსტაგრამმა" ჩემი შვილის სიცოცხლე შეიწირა" - როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სოციალურ ქსელში სუიციდურ მიდრეკილებებს ვაფიქსირებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინსტაგრამმა" ჩემი შვილის სიცოცხლე შეიწირა" - როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სოციალურ ქსელში სუიციდურ მიდრეკილებებს ვაფიქსირებთ

BBC-მ გამოძიება 17 წლის ნორვეგიელი გოგონას ტელეფონზე დაყრდნობით ჩაატარა, რომელმაც თავი მოიკლა. ის თვითდაზიანების ფოტოებს სწორედ "ინსტაგრამზე" აქვეყნებდა და მას 1000-მდე გამომწერი ჰყავდა. სამწუხაროდ, მისი გამომწერების უმეტესობაც მსგავსი შინაარსის კონტენტს აზიარებდა.
ჩნდება კითხვა - რა პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალურ მედიას სუიციდზე - განსაკუთრებით კი "ინსტაგრამს"?

"ინსტაგრამმა" რამდენიმე თვის წინ თვითდაზიანების შემცველი ფოტოების განთავსება აკრძალა, თუმცა ბევრი მაინც ახერხებს, ატვირთოს ფოტო, სადაც თვითმკვლელობის მცდელობის ნიშნები შეინიშნება.
ალბათ, თითოეულ ჩვენგანს, როგორც სოციალური ქსელების მომხმარებლებს, შეგვხვედრია პოსტები, სადაც ადამიანები და მათ შორის, თინეიჯერებიც, დებენ დეპრესიული ხასიათის პოსტებს. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა გადამდებია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დეპრესიულ ახალგაზრდებს მსგავსი კონტენტის განთავსება შვებას ჰგვრის.

საქართველოში კიბერსუიციდზე ნაკლებად საუბრობენ, თუმცა ჩვევა, რომ სუიციდამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუქზე" პოსტს დებენ, საკმაოდ ტენდენციურია. ჩვენს რეალობაში ასეთი არაერთი მიზეზი ვნახეთ. ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდამ სუიციდამდე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე ისაუბრა. სამწუხაროდ, მისი შემთხვევა ერთადერთი არ არის... ყველა ასეთი ფაქტისას მათი უკანასკნელი წერილებიდან იგრძნობა, რომ ეს ადამიანები თავს სასოწარკვეთილად და მარტოსულად გრძნობენ.
"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, როგორ შეიძლება გადავაფიქრებინოთ ადამიანს სუიციდი, როდესაც მასში ეს მიდრეკილება გამოკვეთილია? როგორ მივუდგეთ პრობლემას სწორად?