loader

ბერის სკანდალური აღიარება - "ვნახე, რა არის ნამდვილი სიყვარული; იმ დღის შემდეგ ქალისთვის არ შემიხედავს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერის სკანდალური აღიარება - "ვნახე, რა არის ნამდვილი სიყვარული; იმ დღის შემდეგ ქალისთვის არ შემიხედავს"

რაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცეკას განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში სანდრო კავსაძე, ამჟამად ბერი ილია მუშაობდა. ის ახლა უკვე არქიმანდრიტია და სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. ტაძრამდე დიდმა სიყვარულმა მიიყვანა. ამბობს, რომ 42 წლის ასაკში ნამდვილი სიყვარული იპოვა და მასზე დაქორწინდა.

ერთად 21 წელი იცხოვრეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ერში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა და ბერული ცხოვრებისთვის მომზადება დაიწყო. ბერი ილია ნანობს, რომ პირველი ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა. მაშინ 19 წლის იყო. როცა ნამდვილი სიყვარული იპოვა, იძულებული გახდა, ოჯახი და 3 შვილი დაეტოვებინა, რადგან ტყუილში ცხოვრება არ შეეძლო. ახლა მისი პირველი მეუღლეც გარდაცვლილია და ლოცვებში ყოველთვის იხსენიებს. ამბობს, რომ ოჯახის დანგრევით მეუღლეს და შვილებს დიდი ტკივილი მიაყენა. ბერი ილია ჯერ კიდევ შს მინისტრის მოადგილე იყო, როცა მისმა ვაჟმა ბერობა გადაწყვიტა. მამას უარი უთქვამს შვილისთვის, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ბერობის უფლებას ვერ მოგცემო, თუმცა შვილი ვერ დაარწმუნა და ადრეულ ასაკში ბერობის გზას დაადგა.

ბერი ილია გვიყვება, რომ მისმა შვილმა ვერ გაუძლო ბერობის ჯვარს და მონაზონთან სცოდა. ამბობს, რომ მისმა შვილმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, თუმცა ტყუილი კიდევ უფრო მძიმე ცოდვა იქნებოდა. ბერ ილიასთვის სიყვარული სიცოცხლის საფუძველია. თუ ჰკითხავთ, ქრისტიანობა რა არის, ერთი სიტყვით გეტყვით, - სიყვარულია! ის ყველა ახალგაზრდას ურჩევს, ოჯახის შექმნის დროს არ აჩქარდნენ და თუ ნამდვილ ნამდვილ სიყვარულს იპოვიან, ხელი არასოდეს გაუშვან.

სიუჟეტი 2019 წლის არქივიდან.