loader

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე - "შემიძლია ვაპატიო კიდეც" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე - "შემიძლია ვაპატიო კიდეც"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, ექიმის გათავისუფლებისთვის ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. მისივე თქმით, პირველივე დღიდან კეთდება ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულნი არიან ექიმის გათავისუფლების საკითხში. ლაფანაშვილის თქმით, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება, რომ მოახდინონ ზეწოლა.

თამილა ლაფანაშვილი იმედოვნებს, რომ მისი მეუღლე გათავისუფლდება.