loader

"გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ? რისი გულისთვის? სიყვარულის უნარი დავკარგეთ" - კახა კალაძე ლუკა სირაძის ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ? რისი გულისთვის? სიყვარულის უნარი დავკარგეთ" - კახა კალაძე ლუკა სირაძის ტრაგედიაზე

"ლუკა სირაძე რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მან 15 წლის მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როცა ბავშვი იღუპება, მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე, რადგან ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო მომავალ თაობაზე ერთნაირადაა პასუხისმგებელი.